0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს - არიან დაშავებულები

ვარკეთილის დასახლებაში, გვიან ღამით ერთ-ერთ კორპუსში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 
საცხოვრებელ კორპუსში ყუმბარა ერთ-ერთმა მოქალაქემ შეაგდო. მისი ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება სამ დაშავებულს, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები