2 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ავტომობილის განბაჟებას და რეგისტრაციას სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ

ავტომანქანის განბაჟება და რეგისტრაცია შესაძლოა, სახლიდან გაუსვლელად იყოს შესაძლებელი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშიამ განაცხადა, ჯერ ყველაფერი საწყის ეტაპზეა და სწორედ ამიტომ როდის ამოქმედდება ახალი სერვისი, კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.

„რამდენიმე თვეში ვიქნებით მზად იმისათვის, რომ ზოგადად პროექტი რას ნიშნავს, ამასთან დაკავშრებით გესაუბროთ. 

ჯერ საკითხი ჩანასახშია და ამ ეტაპზე პროექტზე ვმუშაობთ. პროექტის შიდა დრო განსაზღვრული გვაქვს, თუმცა ჯერ ვერ გავასაჯაროვებთ, პროექტზე მომუშავე გუნდიც ჯერ დაკომპლექტებული არ არის“ - განაცხადა მორგოშიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები