0 4 : 1 0
 | 

საზოგადოება

რეაბილიტაციის შემდეგ უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა

ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ, უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე აშშ-დან საქართველოში მკურნალ ექიმთან ერთად გამთენიისას დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელები და თანამებრძოლები დახვდნენ.

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო.

თავდაპირველად, ივერი ბუაძე ავღანეთიდან სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში, ვაშინგტონში ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა.

ამჟამად, ქართველი ოფიცერი სამკურნალო შვებულებაში იმყოფება, თუმცა, უახლოეს მომავალში სამსახურს სენაკში, II ქვეით ბრიგადაში შტაბის S-2 ასისტენტის თანამდებობაზე გააგრძელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 00:01

    "ამერიკაში ღიად ამბობენ: "საქართველო უკუსვლით მიდი...

    ამერიკაში მცხოვრები, ქართველი ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, დავით ზალკანიანის განცხადებას ეხმაურება: "გულწრფელად მაინტერესებს რას ვზეიმობთ? რა არის განსაკუთრებული ამ რეზოლუციაში? ვისაც ცოტა ...

  • 23:57

    „გივი, მაგრად გვკიდია ეგ შენი მყრალი ოკუპანტი რუსე...

    ვლადიმერ ხომერიკს, როგორც ირკვევა, მსახიობი, მწერალი და მოცეკვავე გივი სიხარულიძეც შეხვედრია. ამის ამსაველ ფოტოს „ფეისბუქზე“ პარტიის – „კანონი და სამართალი“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ღლონტი აქვეყნებს და...

  • 23:56

    24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი - სიტყვაზე არავინ დაგიჯერებთ, რომ მუშაობთ. მთავარია, შედეგი დადოთ. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებს ეხება ან უფროსთან გელით შეხვედრა.კურო - დროა, საქმეების მოგვარებას შეუდგეთ. ეცად...

  • 12:02

    ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ...

    ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი ისევ გაიფიცა. ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფო სავალალო მდგომარეობაშია.ექიმები 7 თვის აუღებელი ხელფასების მიღებასა და კლინიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხო...

  • 11:57

    პირველი ოქტომბრიდან დღემდე 2000 ტაქსის მძღოლი დაჯ...

    ტაქსების რეფორმის ძალაში შესვლიდან 2000 ტაქსის მძღოლი იქნა დაჯარიმებული, ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:"ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევი...

  • 23:37

    ,, ამაში შედის ჩემი მძიმე შრომით გამომუშავებული და...

    საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ოფიციალურ Facebook გვერდზე ამაზონის ტროპიკული ჯუნგლების გადარჩენასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ბერას თქმით, მან ამაზონის ტყის ...

  • 23:35

    23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი - საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელით. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალგაცნობილებთან კონტაქტი და ახალი იდეების განხილვა-დაგეგმვა.კურო - მეტად გაბედული უნდა იყოთ, თორემ გეგმებს ვერ განახორციელებთ. შე...