0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვინ არის მაშველი, რომელიც სოფელ ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლში ხანძრის ქრობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი 51 წლის გელა მიქელაძეა. იგი სახანძრო სამსახურში 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე სოფელ ყარაჯალაში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.

მეხანძრე, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს," ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები