1 8 : 3 1
 | 

საზოგადოება

პიარსკოლაში ახალი სასწავლო სეზონი იწყება

პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღება გამოცხადებულია

16 სექტემბრიდან პიარსკოლაში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ახალი სეზონი იწყება. პროგრამა გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს შეიძინოს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე გამოიუმუშავოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

კურსი „პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“  მოიცავს ყველა იმ დარგს, რომლის ცოდნაც პიარ სპეციალისტს სჭირდება: ეფექტური კომუნიკაციები, მარკეტინგული კვლევა, პიარი, მარკეტინგი, ბრენდინგი, ვიზუალური მარკეტინგი, ივენთმენეჯმენტი, მედიამენეჯმენტი, რეკლამა და მედია განთავსება, საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება, სოციალური მედია და BTL.

პიარსკოლის მთავარი უპირატესობაა პრაქტიკოსი ადამიანებისგან შექმნილი ლექტორების გუნდი და დასავლურ სტანდარტებზე მორგებული სასწავლო მეთოდი, რაც გულისხმობს თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, პრაქტიკული, ე.წ. საველე სამუშაოების განხორციელებას. 3 თვის განმავლობაში, მსმენელები რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ამზადებენ საკომუნიკაციო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელსაც პრეზენტაციის სახით კურსის ბოლოს წარუდგენენ ლექტორებს. მნიშვნელოვანია, რომ სადიპლომო ნაშრომების მომზადებაში ჩართულები არიან და კონსულტაციას უწევენ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტები. სწორედ ეს განაპირობებს, რომ პიარსკოლელი, პიარსკოლის დამთავრების შემდეგ, მზად არის დასაქმდეს კომუნიკაციების სფეროში და პრაქტიკაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დაგეგმოს და  განახორციელოს პიარ აქტივობები. 

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი. ამასთანავე, 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა 12 ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი, რაც მათთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება.  

პიარსკოლაში სწავლის დასაწყებად გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2IE5dvp

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:27

    თბილისის ცალკეულ უბნებში 14 დეკემბერს ავტოტრანსპორ...

    14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობ...

  • 13:40

    ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვ...

    ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს 4 საათზეა დანიშნული.ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ 9 ნოემბერს გატაცებული ექიმი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთი...

  • 16:10

    ენძელა მაჭავარიანი - ფოტო პარლამენტიდან ...

    ეს  ფოტო პარლამენტში იმ დროს არის გადაღებული, როდესაც ენძელა მაჭავარიანი ცუდად გახდა. მისი თქმით, ნებისმიერი სუნის დროს ის შეუძლოდ ხდება, რადგან ალერგია აქვს. სუნი კი იმ  სითხემ გა...

  • 15:40

    რა ნივთიერება შეიტანეს პარლამენტში - ,,ეს არის სრუ...

    მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, საპროტესტო ხსნარი, რომელიც პარლამენტში სეიტანეს არის სრულიად უსაფრთხო. "საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული დ...

  • 15:37

    დანიშნულებისამებრ გამოუყენებია ადრესატს, სითხე გამ...

    დანიშნულებისამებრ გამოუყენებია ადრესატს, სითხე გამოიყენება ცხოველთა სამკურნალოდ - თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი, მარიკა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში, პარლამე...

  • 14:56

    ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება ლუბლიანას ქუჩაზე...

    თბილისში, ლუბლიანას 11 ნომერში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.  ცეცხლი, სადენებს გაუჩნდა, რამაც  ძლიერი ხანძარი და  დაკვამლიანება გამოიწვია. ადგ...

  • 11:02

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა...

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე დაფიქსირდა.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმა...