1 8 : 2 9
 | 

საზოგადოება

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში 10 ადამიანი მოიწამლა - მათ შორის 9 ბავშვი

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში 10 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 9 მცირეწლოვანია. ინფორმაციას ამის შესახებ ajaratv.ge ავრცელებს.

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ყველა მათგანს პირღებინება და თავის ტკივილი აღენიშნებოდა.

მედიკოსების ინფორმაციით, კვებითი ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, ხაჭაპურმა გამოიწვია. პაციენტებმა თქვეს, რომ ის კვერცხით იყო მომზადებული.

ათივე პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

"პაციენტების ნაწილი თავად  მოვიდა, ნაწილი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა. მათ შორის 7 ბავშვი იყო, ერთი კი ზრდასრული. მათი მდგომარეობა საშუალო სირთულის იყო. ყველას პირველადი დახმარება გაეწია და გაწერილი იქნა ბინაზე. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. როგორც პაციენტები და თანხმლები პირები ყვებოდნენ მიირთვეს ხაჭაპური, რომელიც კვერცხიანი იყო. ყველა მათგანი იმავე დღეს გავწერეთ. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა" - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს მიმღების ექიმმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეაგირების მიზნით, შემოწმდა სასტუმრო- მეგობრობას, კვების ბლოკი, სადაც აღნიშნული პირები ისვენებდნენ. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია საკვების ნიმუშები, შედეგები მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:27

    თბილისის ცალკეულ უბნებში 14 დეკემბერს ავტოტრანსპორ...

    14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობ...

  • 13:40

    ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვ...

    ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს 4 საათზეა დანიშნული.ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ 9 ნოემბერს გატაცებული ექიმი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთი...

  • 16:10

    ენძელა მაჭავარიანი - ფოტო პარლამენტიდან ...

    ეს  ფოტო პარლამენტში იმ დროს არის გადაღებული, როდესაც ენძელა მაჭავარიანი ცუდად გახდა. მისი თქმით, ნებისმიერი სუნის დროს ის შეუძლოდ ხდება, რადგან ალერგია აქვს. სუნი კი იმ  სითხემ გა...

  • 15:40

    რა ნივთიერება შეიტანეს პარლამენტში - ,,ეს არის სრუ...

    მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, საპროტესტო ხსნარი, რომელიც პარლამენტში სეიტანეს არის სრულიად უსაფრთხო. "საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული დ...

  • 15:37

    დანიშნულებისამებრ გამოუყენებია ადრესატს, სითხე გამ...

    დანიშნულებისამებრ გამოუყენებია ადრესატს, სითხე გამოიყენება ცხოველთა სამკურნალოდ - თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი, მარიკა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში, პარლამე...

  • 14:56

    ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება ლუბლიანას ქუჩაზე...

    თბილისში, ლუბლიანას 11 ნომერში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.  ცეცხლი, სადენებს გაუჩნდა, რამაც  ძლიერი ხანძარი და  დაკვამლიანება გამოიწვია. ადგ...

  • 11:02

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა...

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე დაფიქსირდა.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმა...