1 5 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა

საქართველოში საქონლის ხორცი 2 ლარით გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BPN ავრცელებს. თბილისის აგრარულ ბაზრებში თუ ერთი თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. ფერმერები ამბობენ, რომ ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. დეფიციტის მიზეზად კი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ.

საქონლის ხორცის კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობს ფერმერი ბექა გონაშვილი. მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ადგილობრივი წარმოების არქონა, რაც მომავალშიც ხორცზე ფასის ზრდის მთავარი გამომწვევი მიზეზი იქნება.

„სექტემბერში და ოქტომბერში ფასმა წესით არ უნდა მოიმატოს, რადგან საქონელი, რომელიც ხალხმა მთაში, ბუნებრივ საძოვრებზე აიყვანა, სექტემბერ-ოქტომბერში ჩამოვა და ამ პერიოდში შედარებით ჭარბი სულადობა იქნება, მაგრამ ნოემბრიდან ისევ ცოცხალი საქონლის დეფიციტი იქნება ქვეყანაში და ისევ აუცილებად გაიზრდება ხორცის ფასი“, – განაცხადა ბექა გონაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან სულ ექსპორტზე 127 139 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, აქედან 79 250 სულის ექსპორტი აზერბაიჯანში, ხოლო 47 889 სულის ექსპორტი ერაყში განხორციელდა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები