1 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როენა ხუცურაული სასტუმრო „მამიდაში“ მიუსაფართა თავშესაფარს ხსნის

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული როენა ხუცურაული სექტემბერში მიუსაფართა თავშესაფარს ხსნის. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მისმა ადვოკატმა არჩილ დვალიშვილმა განუცხადა.

„სასტუმრო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს. ქალბატონი როენა სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით მუშაობს. გარკვეული დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რომელსაც ზაფხულის პერიოდში მოაგვარებს და სექტემბერში სავარაუდოდ უკვე გაიხსნება თავშესაფარი. რაც შეეხება ქალბატონ როენას, მკურნალობის კურს გადის და თავს უკეთ გრძნობს“, - განაცხადა დვალიშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები