2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნიკა გვარამია - ეს ქვეყანა იხურება და მისგან რუსული ტიპის ოლიგარქიული დიქტატურის მოდელი შენდება

მეგობრებო, ეს ქვეყანა იხურება და მისგან რუსული ტიპის ოლიგარქიული დიქტატურის მოდელი შენდება, რომლის ადგილი დასავლურ სამყაროში არც არის და ვერც იქნება - ასე ეხმაურება ნიკა გვარამია "ტვ პირველის" მფლობელის, ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაიბარებას.

"ამის დაშვება არ შეიძლება! ეს ყველა ქართველი პატრიოტის ვალია! ამ ისტორიულ გზაგასაყარზე, საით წავიდეთ, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით, ჩვენს ნაცვლად ვერავინ გადაწყვეტს, ვერც ჩვენი მთავარი მოკავშირე დასავლეთი. უნდა გვწამდეს დასავლეთის მხარდაჭერის და გვეიმედებოდეს ჩვენი მეგობრები, მაგრამ ეს საკითხი სრულად და საბოლოოდ მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია. უნდა ვიმოქმედოთ, თორემ ერთ დღესაც ჩვენი შვილები კრასნოდარის მხარის გარე პროვინციის მოქალაქეებად გაიღვიძებენ.

ჩვენი გზა დასავლეთია! უზურპატორი უნდა წავიდეს!

ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ !"- განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები