0 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რას წერენ მოტოციკლისტების ჯგუფში ახალგაზრდა წყვილის დაღუპვის შემდეგ


დღეს 7 აგვისტოა, ჩემი დაბადების დღე და ყველაზე ცუდი წელი. დღეს 7 აგვსიტოს დაიღუპა ორი ახალგაზრდა, ჩემი ერთი მეგობარი 15 წლის გოგო და 19 წლის ბიჭი, რომელებიც შეეწირნენ სიჩქარეს.

ძმებო, ჩვენს სიცოცხლეზე კარგი არაფერი არ არის. გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს და შემდგომ ვინც გვახლია- წერს ფეისბუქში, მოტოციკლისტების ჯგუფში საბა გოტიაშვილი.


ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, 15 წლის მარიამ მაჩიტიძე და 19 წლის დავით ზივზივაძე  ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ. ისინი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც BMW-ს მარკის ავტომობილს დაეჯახნენ. შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. ორივე ახალგაზრდა დაიღუპა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები