2 3 : 5 3
 | 

საზოგადოება

ეკა კვესიტაძე - სრულმაშტაბიანი რეპრესიები და თავისუფალი მედიის მოხჩობის პროცესი უკვე დაწყებულია და ის კიდევ უფრო დიდ მაშტაბებზე გავა

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე  პროკურატურის მიერ  ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილ ბრალს ეხმაურება.

არა, ამის გაკეთებას ვერ გაბედავენ - ამ ფრაზით უკვე თავს ვეღარავინ დაიმშვიდებს. ივანიშვილის ძირმომპალი რეჟიმი უკვე ყველაფერს იკადრებს - ისეთებსაც კი, რასაც აქამდე ვერ წარმოვიდგენდით. სრულმაშტაბიანი რეპრესიები და თავისუფალი მედიის მოხჩობის პროცესი უკვე დაწყებულია და ის კიდევ უფრო დიდ მაშტაბებზე გავა. ეს რეპრესიები ყველა ჩვენგანს რაღაც დროს რაღაც ფორმით აუცილებლად შეეხება. არ ვიცი როგორ გასრულდება დღევანდელი დღე - რა აღმკვეთ ღონისძიებას გამოიყენებს ივანიშვილის პირადი კანტორა ნიკას წინააღმდეგ. რასაკვირველია, ნიკა გვარამიას ვერავინ შეცვლის, მაგრამ არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენ, მისი გუნდი, ხელებს ჩამოვყრით და დარჩენილი ძალებით ბოლომდე არ ვიბრძოლებთ. ვერ ეღირსებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები