0 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - მძიმედ დაშავდა 8 ადამიანი

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკაში არიან გადაყვანილები. ნიგვზიანთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

"პაციენტებიდან ორი უმძიმეს მდგომარეობაშია. საუბარია 49 წლის ქალზე და 12 წლის მოზარდზე. მათ პოლიტრავმები, დანარჩენებს კი სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ამჟამად, გამოძახებული გვყავს რეანომობილი, რათა მოხდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა", - განაცხადა შპს "მედალფას" ლანჩხუთის კლინიკის დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები