1 5 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი - გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს, კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს

„მე კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი,“ - ეს განცხადება ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, „რუსთავი 2-ის" დირექტორის, პაატა სალიას განცხადების საპასუხოდ საუბრობს, სადაც სალიამ ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა. 

„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდებოდით გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, როგორც მე დღეს პაატა სალია პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ რომ ქიბარ ხალვაში არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ.... მე კონტრაქტი არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს, მე კონტრაქტში მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა ნანუკას შოუ წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებით. იყო ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი, ყოველ შემთხვევაში, ამ არხზე და დიდი შემოსავალი შემოჰქონდა ამ გადაცემას. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე ისევე როგორც ნოდარს, ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს, მათ შორის მე სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს ვიცნობ, რომლებმაც მითხრეს, რომ როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენთან დაკავშირებით, ქიბარმა თქვა, რომ ის ვერ იტანდა ჩემს გამოხატულ სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ,“ - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

ჟურნალისტი პრემიებთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს იცოდეს მაყურებელმა, რომ არც ერთხელ ამ კომპანიიდან, არც ერთი ლარი პრემია ნანუკა ჟორჟოლიანს არ აუღია, არც ერთი ლარი,“ - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები