0 3 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

არავის ჰქონია ჩემთან საუბარი, რომ R2- ში დაბრუნდებოდა, თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ - გვარამია

ვინ სად დაბრუნდება, ამაზე პასუხი არ მაქვს - ასე ეხმაურება "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ "არხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილს დაბრუნება უნდა და წასვლის გადაწყვეტილება ემოციური ზეწოლის ფონზე მიიღეს". 

"ვინ სად დაბრუნდება, ამაზე პასუხი არ მაქვს. არავის ჰქონია ჩემთან საუბარი იმაზე, რომ რუსთავი 2- ში დაბრუნდებოდა და თუ ვინმე დაბრუნდება, იხილავთ. მე ვიცი, ჩემთან ვინ იმუშავებს და ვინ იქნება. ვინ სად აპირებს დაბრუნებას რატომ უნდა მაინტერესებდეს?! მე მხოლოდ ის ვიცი ვინ მჭირდება და ვინ იმუშავეს ჩემთან",- განაცხადა გვარამიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.  

შეგახსენებთ, პაატა სალიამ ირაკლი იმნაიშვილი რუსთავი 2 -ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად წარადგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები