0 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პეკინის გამზირზე, უცნობმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი სახის არეში დაჭრა

პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, უცნობმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა - ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს

თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, რა დროსაც მათ წინ შეხვდათ უცნობი ქალი, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა.

თვითმხილველის ინფორმაციითვე, ამის შემდეგ ქალი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მისივე განმარტებით, მას პოლიცია დაედევნა. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები