2 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

30 გრ ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.გ. დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 გრ ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები