1 2 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ვიხ­რჩო­ბი დე, წამიყვანე შენთან, გზა შე­მი­მოკ­ლე გთხოვ” – დაღუპული 16 წლის მოზარდის დედა

გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის, ლუკა ფო­ფხა­ძის დედა სოციალურ ქსელში უმძიმესს პოსტს აქვეყნებს:

“ვერ გიშ­ვე­ლა დე­დის ლოც­ვამ დე. ვერ გა­და­გარ­ჩი­ნე დე. დას­რულ­და ჩემი და შენი ოც­ნე­ბე­ბი დე. ახლა მხო­ლოდ ერთი ოც­ნე­ბა დამ­რჩა შვი­ლო – ვი­ა­რო იმ გზა­ზე, რო­მე­ლიც შენ­თან მო­მიყ­ვანს. აქ ვერა, მაგ­რამ. მანდ მა­ინც ვიყო შენთან, გზა შე­მი­მოკ­ლე დე­დი­კო, გთხოვ. ახლა რა ვქნა, რო­გორ ვი­ცხოვ­რო, რა ვუყო 16 წლის მო­გო­ნე­ბებს და ნივ­თებს, რაც შენ­თან მა­კავ­ში­რებს. რა ვუყო იმ ქუ­ჩებს, ად­გი­ლებს სა­დაც ერ­თად გვივლია.

უერ­თმა­ნე­თოდ ხომ ვერ ვძლებ­დით დე­დუ­კა, ჩემო კე­თილ­შო­ბი­ლო, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, მზრუნ­ვე­ლოო, უწყი­ნა­რო შვი­ლო, წა­მიყ­ვან. ყვი­რი­ლი მინ­და, სამ­ყა­რომ რომ გა­ი­გოს ისე­თი ყვი­რი­ლი, მაგ­რამ დავ­მუნჯდი, ვიხ­რჩო­ბი დე” – წერს გარ­დაც­ვლი­ლი მოს­წავ­ლის დედა ბელა ჯმუ­ხა­ძე.

16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძე, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც გა­უ­მარ­თა­ვი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს ამ­ბრო­ლა­უ­რი­დან ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გარ­და­იც­ვა­ლა. 16 წლის მოს­წავ­ლეს ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­დნენ.

ის უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 41 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო. 16 წლის მო­ზარ­დი რა­ჭი­დან ქუ­თა­ის­ში 19 ივ­ლისს შე­იყ­ვა­ნეს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი ზღვი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­უდ­გე­ნე­ლი ვირუ­სით შე­უძ­ლოდ გახ­და. მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის შემ­დეგ კი ამ­ბრო­ლა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც მისი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო.

გზა­ში რე­ა­ნო­მო­ბი­ლის აპა­რა­ტუ­რა და­ზი­ან­და, რა­მაც ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­ბო­ლო­ოდ, სა­ჭი­რო გახ­და მე­ო­რე რე­ა­ნო­მო­ბი­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა, რო­მელ­მაც სამი სა­ა­თით და­იგ­ვი­ა­ნა. მომ­ხდარ­ზე მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ პირ­ვე­ლა­დი მოკ­ვლე­ვით გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ კერ­ძო კა­ტას­ტრო­ფის ეკი­პა­ჟის მან­ქა­ნას “გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი ჰქონ­და”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები