2 0 : 0 1
 | 

საზოგადოება

"მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო: “ყველაფერი წინ არის!” -ნოდარ ხადურის ქალიშვილის ემოციური პოსტი მამაზე

ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რის 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.  მისი 15 წლის  ქალიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: 

"არასდროს მომწონდა ასეთი ტიპის პოსტები, თუმცა ახლა მივხვდი, რომ მართლაც დიდი შვების წყაროა.

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის და უმძიმესი მდგომარეობის გაზიარებისთვის; თქვენ გვაძლიერებთ! მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს!

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბანალური ფრაზა ზუსტად აღწერდა ჩემს სიტუაციას:)
Life is like a roller coaster. It has its ups and downs. But its your choice to scream or enjoy the ride.

მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო: “ყველაფერი წინ არის!” ალბათ იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა:) ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან საუბარი, თუნდაც უკვე ათასჯერ გვესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე; დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს. ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც თვითონ ეძახდა – “ოჯახის მეცნიერებას.” უხაროდა ამ გადაწყვეტილებამდე, რომ მივედი.

ოჯახზე გამახსენდა, მას “არჩეული ოჯახიც” ჰყავდა – უნივერსიტეტი, სტუდენტები და თავისი სფერო- მაკროეკონომიკა. შეეძლო საათობით ყოფილიყო “მაღლივის” შენობაში. ბოლო დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა; მაგისტრთა გამოცდებიც კი ჩაიბარა:)

ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი, ამისთვის კი არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთის და უშუალოების განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი:)

საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობის და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი“, – წერს ნოდარ ხადურის ქალიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:04

    "აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან“ დაკავშირებით, სატ...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, 21-23 ოქტომბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან“ დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტ...

  • 16:55

    მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მოზარდს მატარებელი დაეჯახ...

    მეტროსადგურ „გოცირიძეზე“, მოზარდს მატარებელი დაეჯახა. მომხდარის შედეგად მოზარდი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარ...

  • 12:38

    საქსტატი:"ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში პროდუქცი...

    სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი აჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება ან იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედ...

  • 10:53

    „წინასწარმეტყველებამ არ იცის შვილი, ქმარი, მოყვარე...

    წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას გვერდის ადმინისტრაცია პოლიტიკოსების მხარდამჭერებს მიმართავს  და სოციალურ ქსელში წერს:„გვერდის ადმინისტრაცია უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომელი პოლიტიკური პარტიისა თ...

  • 10:21

    ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს...

    სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. პატრიარქი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისადმი წერილში აღნიშნავ...

  • 00:50

    გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დ...

    გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. დამწვრობის ცენტრის ექიმების ინფორმაციით, 39 წლის სოსო ჯავახიშვილს სხეულის 60% აქვს დამ...

  • 00:49

    21 ოქტომბრის მთვარის ჰოროსკოპი...

    ორშაბათი, მთვარე გადის ლომის ზოდიაქოსამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა.მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებ...