1 1 : 4 0
 | 

საზოგადოება

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან "პიქსელის" შენობამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან "პიქსელის" შენობამდე არსებულ მონაკვეთზე ასფალტის პირველი ფენის დაგება დასრულდა. გამთენიისას თბილსერვის ჯგუფმა ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა.

ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გადის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან უკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან უხვევს.

ნაწილობრივ შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან უხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი - მელიქიშვილის ქუჩას უკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით გადიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებიან.

შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე უხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან უკავშირდება.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:37

    ,, ამაში შედის ჩემი მძიმე შრომით გამომუშავებული და...

    საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ოფიციალურ Facebook გვერდზე ამაზონის ტროპიკული ჯუნგლების გადარჩენასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ბერას თქმით, მან ამაზონის ტყის ...

  • 23:35

    23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი - საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელით. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალგაცნობილებთან კონტაქტი და ახალი იდეების განხილვა-დაგეგმვა.კურო - მეტად გაბედული უნდა იყოთ, თორემ გეგმებს ვერ განახორციელებთ. შე...

  • 17:36

    ლარი დოლართან გაუფასურდა ...

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9710 ლარი გახდა.  დღეისთვის მოქმედი კურსი 2.9701 ლარი იყო, კურსის...

  • 16:16

    „ნამდვილად მჯერა, რომ ქალაქს აქვს ხასიათი. და საერ...

    დავით ლიკლიკაძის იდეალური ქალაქი უნდა იყოს ძველი, ისტორიული წარსულის, ვიწრო ქუჩებითა და ევროპული არქიტექტურით #ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“   შემოქმედებით ...

  • 14:35

    "თბილისის მერიამ ყავის აპარატში 10 000 ლარი გადაი...

    "თბილისის მერიამ  ყავის აპარატში 10 000 ლარი გადაიხადა" - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დოკუმენტს აქვეყნებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ რა თანხ...

  • 13:02

    გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა...

    თბილისში, გუშინ ე.წ გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს. „მსჯავრდებული დ. კ. (დაბ. 1980 წ.) 17.08.2015 წლიდან...