0 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„უკვე მეორე თვეა არ ვიხდი დღგ-ს და არც გადავიხდი!“

"უკვე მეორე თვეა არ ვიხდი დღგ–ს და არც გადავიხდი, სანამ ეს ბატონი არ გაგვარკვევს, რას ნიშნავს გრძელვადიანი გრაფიკი"  - ასე ეხმაურება ტელეკომპანია „კავკასიას“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ  იმ მედიატელეკომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფოს მიმართ დავალიანება გააჩნიათ გრძელვადიანი გრაფიკი დაუდგინდებათ ვალის გადასახდელად.


„უკვე მეორე თვეა არ ვიხდი დღგ-ს და არც გადავიხდი, სანამ ეს ბატონი არ გაგვარკვევს, რას ნიშნავს გრძელვადიანი გრაფიკი და რა ვადაზეა საუბარი იმედთან, რუსთავთან და მაესტროსთან, რომლებსაც ჯამში ბიუჯეტის 55 მილიონი დავალიანება აქვთ. 


ადრე უკვე ვთქვი, რომ გრძელვადიანი გრაფიკი ფაქტიურად ამ თანხების პატიებას ნიშნავს. ამ კომპანიებს აქვთ იმდენი თანხა, რომ არაადეკვატურად მაღალი ხელფასები დაუნიშნონ თანამშრომლებს გადასაბირებლად, დაიწყონ ახალი მაღალბიუჯეტიანი პროექტები,აქვთ უამრავი მატერიალური აქტივები და ქონება, და სახელმწიფო დარდობის, ბიუჯეტში ფული რომ გადავახდევინო დაიხურებიანო.და თუ დაიხურებიან ივანიშვილის გაქსუებული წურბელები ეგეც ჩვენ უნდა ვიდარდოთ?“ - წერს ნინო ჯანჯირაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები