1 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

2018 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ 23 202, განქორწინებამ კი 10 288 შეადგინა

გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობამ 23 202, განქორწინებამ კი 10 288 შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

„საქსტატის“ ანგარიშის თანახმად, რეგისტრირებული ქორწინებების 32% შემოდგომაზე მოდის. 2018 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ 23 202 შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 10 288. 

2018 წელს ქორწინების და განქორწინებების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (29.0 პროცენტი და 37.9 პროცენტი შესაბამისად).

ამასთან, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები