1 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ყველა ის პირი, ვინც ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს" - გაბუნია

როგორც კი დამთავრდება გამოძიება, ყველა ის პირი, ვინც ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„როგორც კი დამთავრდება ეს გამოძიება, კანონის სრული სიმკაცრით, ყველა ის პირი, ვინც მე, დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. პირადად მე შევიტან განცხადებას პროკურატურაში და პირადად მე შევიტან სარჩელს სასამართლოში. ეს თემა ასე არ დამთავრდება. ჩემთვის ეს თემა არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, როდესაც ჩემი ოჯახი არის ამ დღეში, როდესაც მე შემეხო ეს საკითხები. მე არ ვიცი ჯერ ვინ დაგეგმა, ვის სჭირდებოდა ჩემი სახელის და გვარის გარევა, როდესაც გამჭვირვალედ, სტრუქტურულად ყველაფერი ნათელი იყო“, - განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები