1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

26 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - არ დაიტვირთოთ თავი რთული და საპასუხისმგებლო საქმეებით. გარშემო შეიქმენით მშვიდი და ჰარმონიული გარემო. დაიწყეთ უცხო ენის სწავლა.
კურო - მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული პროექტების დასრულებას. შეგიძლიათ ადგილი დაუთმოთ ადამიანს, რომელიც თქვენზე უკეთ გააკეთებს საქმეს.
ტყუპი - მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას, გარშემო მყოფებთან სიტუაციის დაძაბვას.
კირჩხიბი - იმდენად ხართ საქმეებით დატვირთული, რომ გარშემო მომხდარ სასიამოვნო სიახლებს ვერ ამჩნევთ. იყავით პოზიტიური და გამონახეთ დრო მხიარულებისთვის.
ლომი - ყველა სირთულეს მარტივად გაართმევთ თავს. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. ნუ იტყვით უარს თქვენს გეგმებსა და მიზნებზე.
ქალწული - გაურკვეველ სიტუაციაშიც კი თავდაჯერებულად უნდა იმოქმედოთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. მშვიდად შეხვდით უსიამოვნებებს.
სასწორი - ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს და გაითვალისწინეთ. თუ გჭირდებათ, კითხვებიც უნდა დასვათ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
მორიელი - გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ დასკვნები. შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ შეეხმიანოთ ადამიანს, რომელიც წარსულში თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ზოგერთი ძველ ფოტოალბომსაც გადახედავს.
მშვილდოსანი - დღეს ადვილად გამოიცნობთ ოპონენტების აზრებსაც კი. იყავით მადლიერი იმ ადამიანების მიმართ, ვინც გულწრფელად გეხმარებათ.
თხის რქა - ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნურც სხვების საქმეებს შეასრულებთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.
მერწყული - დღეს უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი და დღის ბოლოს მიხვდებით, რომ ნამდვილი გმირი ხართ. თქვენს თვალს არც ერთი წვრილმანი არ გამოეპარება.
თევზები - ნუ ეცდებით ისე მოიქცეთ, რომ ყველას ასიამოვნოთ. ნუ დაპირდებით ადამიანს იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ. ადამიანებს სიმართლე უთხარით და არა შელამაზებული ტყუილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები