0 2 : 3 3
 | 

საზოგადოება

სამწლიანი ბაკალავრიატის და ერთწლიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესი დამტკიცდა

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის ბრძანებით, სამწლიანი ბაკალავრიატის და ერთწლიანი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების წესი დამტკიცდა.

2019 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ მინისტრის ბრძანებაში ვკითხულობთ:

„დამტკიცდეს თანდართული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს) შემუშავების წესი“.

ინიციატივა, რომ სამინისტრო გარკვეულ მიმართულებებზე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ვადის შემცირებას გეგმავდა, მიხეილ ბატიაშვილის წინამორბედის მინისტრობის პერიოდში გახმოვანდა. განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ კი, გასულ წელს განაცხადა, რომ საბაკალავრო საფეხურის 3-წლამდე და მაგისტრატურის საფეხურის 1-წლამდე შემცირება დადგენილია, თუმცა ამოქმედების ვადები განსაზღვრული არ არის.

ვითარება ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით ახლაც უცვლელია. მინისტრის მოადგილე გვპასუხობს, რომ საკითხის განხილვა ისევ სამუშაო პროცესშია და კონკრეტული ვადები ცნობილი არ არის.

როგორც ცნობილია, ამჟამად ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დაძლევისთვის სტუდენტს ესაჭიროება მინიმუმ 240 კრედიტის დაგროვება ხოლო მაგისტრატურის შემთხვევაში განსაზღვრულია არანაკლებ 120 კრედიტი. მინისტრის ახალი ბრძანება კი, განსაზღვრავს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავების წესს, პროგრამის კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ რეგულაციებს.

რა წერია  წესში:

ბრძანების დანართის თანახმად, ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მუხლი 2

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, მისი კომპონენტები და კრედიტების განაწილება:

1. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, და სახელოვნებო-შემოქმედებითი პირველი საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, შესაძლებელია შემუშავებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით.

2. სახელოვნებო-შემოქმედებითი პირველი საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს), განხორციელება შესაძლებელია, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოუკიდებლად, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

3. სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს), რომელიც არ ხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, შესაძლებელია აგებული იყოს შემდეგი პრინციპით:

ა)ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და თავისუფალი კომპონენტები;

ბ)ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით), დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები და თავისუფალი კომპონენტები;

გ)ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსები/საგნები/მოდულები (არანაკლებ 120 კრედიტის მოცულობით) და დამატებითი პროგრამა (არანაკლებ 30 და არაუმეტეს 60 კრედიტი)/დამატებითი პროგრამები.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლებელია მხოლოდ იმ დამატებითი პროგრამის/პროგრამების კომბინირება, რომლის შესაბამისი სწავლის სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკვე ხორციელდება ავტორიზებულ ან აკრედიტებულ რეჟიმში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის წესის მიხედვით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხვის წესის შესაბამისად.

მუხლი 3. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დაშვების წინაპირობა

1. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს, შემუშავება და განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში მაგისტრის (EMBA) კვალიფიკაციის მოპოვების მიზნებისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში. ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესს და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის გავლა არ იძლევა აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:32

    22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი - სამსახურში სერიოზული უნდა იყოთ, მაგრამ მეგობრებთან - მხიარული. ეცადეთ, გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვოთ.კურო - მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. მეგობრების სას...

  • 21:40

    გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გა...

    „გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების თქმით, მოსახლეობას გაზმომარაგება სარ...

  • 17:04

    "აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან“ დაკავშირებით, სატ...

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, 21-23 ოქტომბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან“ დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტ...

  • 16:55

    მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მოზარდს მატარებელი დაეჯახ...

    მეტროსადგურ „გოცირიძეზე“, მოზარდს მატარებელი დაეჯახა. მომხდარის შედეგად მოზარდი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარ...

  • 12:38

    საქსტატი:"ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში პროდუქცი...

    სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი აჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება ან იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედ...

  • 10:53

    „წინასწარმეტყველებამ არ იცის შვილი, ქმარი, მოყვარე...

    წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას გვერდის ადმინისტრაცია პოლიტიკოსების მხარდამჭერებს მიმართავს  და სოციალურ ქსელში წერს:„გვერდის ადმინისტრაცია უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომელი პოლიტიკური პარტიისა თ...

  • 10:21

    ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს...

    სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. პატრიარქი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისადმი წერილში აღნიშნავ...