0 3 : 2 8
 | 

საზოგადოება

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით მცხეთის მიმართულებით უფასო მატარებელი იმოძრავებს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 საათზე.

მათივე ცნობით, მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 საათზე.

„გათვალისწინებულია დიდუბის ბაქანზე ორივე მატარებლის ორწუთიანი გაჩერება“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები