0 0 : 1 6
 | 

საზოგადოება

მაშველებმა ჯუთას მწვერვალზე დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა სოფელ ჯუთას  მწვერვალზე დაშავებული საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს.

შემთხვევა ჭაუხების ტერიტორიაზე ერთ-ერთ მწვერვალზე გადაადგილებისას მოხდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ჯუთას მიმართულებით დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს. ისინი ამაჯამად სტაციონარში იმყოფებიან, სადაც ექიმები შესაბამის სამედიცინო დახმარება უწევენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:23

    ძლიერი ხანძარი ბელიაშვილზე...

    თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 121 ნომერში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი საწყობში გაჩნდა, ცეცხლი უკიდია მუყაოს ყუთებსა და საბურავებს. შემთხვევის ადგლზე სახანძრო-სამაშვ...

  • 16:49

    "ეს სისტემა უნდა შეიცვალოს!"-ნანი ბრეგვაძე...

    მომღერალი, ნანი ბრეგვაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს  ეხმნაურება. "ჩემი პატარა და არაპროფესიონალის თვალით, თუ ეს სისტემა დარჩა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოდის?! სისტემა უნდა შეიცვალოს!”- აც...

  • 15:34

    საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების განვითარების ...

    14 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ჰოლოგრამების მუზეუმის იდეის ავტორთან, ლევან ბახიასთან  ერთად, მასშტაბურ პროექტს HOLOSEUM-ს იწყებს. პ...

  • 14:58

    ზუგდიდი-თბილისის მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა...

    ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. ჯერჯერობით, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები....

  • 12:55

    Nile Rodgers & Chic-ი „ბლექ სი არენას“ სცენას 18 ი...

    Nile Rodgers ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და ბენდ Chic-ის თანადამფუძნებელია, რომლის შემოქმედებითი საქმიანობაც 50 წელს ითვლის. მისი მუსიკალური კარიერის პირველი წარმატება 70-იან წლებს უკა...

  • 14:00

    რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე გაზის მილს ცეცხლი მოეკიდ...

    რუსთავი-ლილოს გზატკეცილზე, სოფელ გაჩიანთან გაზის მილი დაზიანდა და ცეცხლი მოეკიდა.ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.როგორც გარდაბნის მერის მოადგილემ გ...

  • 18:04

    „როდესაც ვამბობ უკომპრომისო ბრძოლას, აქ არ იგულისხ...

    ნიკა მელია გაერთიანებული ოპოზიიცის გეგმებზე საუბრობს. 4 აპრილს, საზოგადოებას ხელისუფლების ცვლილების კონკრეტულ გეგმას წარუდგენს. „როდესაც ვამბობ უკომპრომისო ბრძოლას, აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლო...