0 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლომჯარია ჯიშკარიანის საქმეზე: "შემთხვევის პირველადი დათვალიერება დაგვიანებით მოხდა, ამის გამო შეიძლება მტკიცებულებები წაიშალა, განადგურდა, ან არ იქნა ამოღებული"

შემთხვევის პირველადი დათვალიერება დაგვიანებით მოხდა, ამის გამო შეიძლება მტკიცებულებები წაიშალა,  განადგურდა, ან არ იქნა ამოღებული - ამის შესახებ განცხადება, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა. 

"მე ადვოკატის გადაწყვეტილებების შეფასებაში არ შევალ, პატივს ვცემ მის არჩევანს თუ პროფესიულ დამოუკიდებლობას. თუმცა რა თქმა უნდა, ყველამ, განსაკუთრებით საზოგადოებამ, მედიამ უნდა დავიცვათ გარკვეული სტანდარტები ზოგადად ქალის მიმართ ძალადობის თემის გაშუქებისას, არა მარტო ჯიშკარიანის შემთხვევაში, არამედ მინდა შევეხო ხაშურში მომხდარ მკვლელობასაც რამდენიმე დღის წინ, რომელიც გარკვეულ მედიასაშუალებებში არ გაშუქდა ეთიკურად და თითქოსდა, იყო მცდელობა იმისა, გარკვეულწილად მოეძებნათ მიზეზები, თუ რის გამო შეიძლება, გამხდარიყო ეს ქალი მისი ყოფილი მეუღლის მსხვერპლი. ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაშუქდება ეს თემები. რაც შეეხება თავად ფაქტსა და გამოძიებას, იცით, რომ სახალხო დამცველი პირველივე დღიდანაა ჩართული ამ ფაქტის გამოძიებაში. ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მოგვცენ წვდომა საგამოძიებო მასალებზე, რათა ვნახოთ, რამდენად დროულად, სრულყოფილად და სათანადოდ ტარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც ამ საქმისთვის არის საჭირო", - განაცხადა ლომჯარიამ.

მანვე უპასუხა კითხვას თამთა თოდაძის ადვოკატის თამარ ლუკავას განცხადებაზე.

"ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საჭიროა, ვნახოთ საგამოძიებო მასალები, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ჩატარდა თუ არა დაგვიანებით, რა არ ჩატარდა და რა შეიძლებოდა ჩატარებულიყო და არ ჩატარდა დროულად. მეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასე ვთქვათ, შემთხვევის პირველადი დათვალიერება დაგვიანებით მოხდა და ამის გამო შეიძლება მთელი რიგი მტკიცებულებები წაიშალა, ან განადგურდა, ან არ იქნა ამოღებული. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ იმას, რომ ჩატარდეს ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც ნათელს მოჰფენს ამ გარემოებას, რადგან გამოძიების საწყისი ეტაპი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მეჩვენება (და მეჩვენებას ვამბობ იმიტომ, რომ არ ვიცნობ საქმის მასალებს), რომ საწყისი, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა. თხოვნა გვაქვს გაგზავნილი, რომ მასალები გაგვაცნონ", - განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები