1 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშის დაღუპვა მიწის მასის ჩამოშლას მოჰყვა, – ამის შესახებ ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 25 წლის მამაკაცი შემთხვევის დროს გვირაბში იმყოფებოდა.

მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები