1 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ფინალურ ორთაბრძოლაში იაპონელ, კანაკო ჰაკამატას დამაჯერებლად, იპონით სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ლიპარტელიანმა - სლოვენიელი, ჰოლანდიელი, უნგრელი და კორეელი ფალავნები დაამარცხა. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ახალგაზრდებში კონტინენტის პირველობის მოგების შემდეგ პლანეტის პირველობაზეც გაიმარჯვა.

ეს ტურნირი იძლევა სალიცენზიო ქულებს საოლიმპიადეთ, მოტივაცია იყო ის, რომ მედლები გამეკეთებინა და ქულები მომმატებოდა საოლიმპიადედ, 700 ქულა მომემატა ლიცენზიასთან ახლოს ვარ, ძალიან გახარებული ვარ,"- ამბობს "კურიერთან" საუბრის დროს ეთერ ლიპარტელიანი.

დღეს მარაკეშის ტატამზე ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, მიხეილ ბექაური და მარიამ ჭანტურია გავლენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები