1 6 : 2 2
 | 

საზოგადოება

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - სამსახურში სერიოზული უნდა იყოთ, მაგრამ მეგობრებთან - მხიარული. ეცადეთ, გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვოთ.


კურო - მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. მეგობრების სასიყვარულო ურთიერთობაში ნუ ჩაერევით.

ტყუპი - სირთულეები ცოტა ხნით დაივიწყეთ დ მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. საღამოს ამოისუნთქეთ და სირთულეების მოგვარებას დაუბრუნდით, თქვენ ყველაფერი გამოგივათ.

კირჩხიბი - რომანტიკული გატაცება კარგია, მაგრამ ღირს კი ის ადამიანი თქვენ გვერდით რომ იყოს?.. აქტიური უნდა იყოთ ყველა სფეროში, ნუ დაკარგავთ დროს ტყულად.

ლომი - დილა ვარჯიშით დაიწყეთ. ენერგიული და დიპლომატიური ხ-0:08ართ. საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. რთულ ვალდებულებებსაც კი მარტივად მოაგვარებთ.

ქალწული - იყავით მაქსიმალურად ორგანიზებული, გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. კოლეგებს დაეხმარეთ საქმეების მოგვარებაში.

სასწორი - დილიდან ენერგიის დაგროვებაში ფიზიკური აქტიურობა დაგეხმარებათ. ნუ მიბაძავთ სხვის მავნე ჩვევებში. ობიექტურად შეაფასეთ გარშემო მყოფების ქცევაც და ნათქვამიც.

მორიელი - მხოლოდ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ითანამშრომლეთ. არავის არაფერს დაპირდეთ. საღამოს ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რომ ლიდერის, ორგანიზატორის თვისებები უნდა გამოავლინოთ.

მშვილდოსანი - ერთგული კოლეგებისგან საიდუმლო ინფორმაციას გაიგებთ, რაც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. საღამოს მეგობრებს მოუნებათ თქვენთვის გულის გადაშლა.

თხის რქა - ახლობლებს დახმარებაზე უარს ვერ ეტყვით და შეიძლება ამის გამო თქვენი საქმეები შეფერხდეს. ეცადეთ, არაფერი შეიმჩნიოთ და არც მათ აგრძნობინოთ.

მერწყული - ზოგიერთს ძველი შეყვარებული დაგიბრუნდებათ და ურთიერთობის გაგრძელებას შემოგთავაზებთ. დაფიქრდით, რას მოგიტანთ ეს თქვენ. დაწყებული საქმეები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

თევზები - დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. თუმცა, ეცადეთ, სამსახურის საქმეების მოგვარებაში ღრუბლებში ფრენამ ხელი არ შეგიშალოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები