,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
|
დავით ლიკლიკაძის იდეალური ქალაქი უნდა იყოს ძველი, ისტორიული წარსულის, ვიწრო ქუჩებითა და ევროპული არქიტექტურით
#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ შემოქმედებით კონკურსს, რომელმაც სტარტი 24 სექტემბერს აიღო და კონკურსანტებს ელის. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.
მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში გამოიყენოს „ბორჯომის“ პროდუქცია, ატვირთოს საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი, დაურთოს ტექსტი მისი ქალაქის შესახებ და გაუზიაროს მისი ნამუშევარი მეგობრებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონკურსო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com
სოციალურ ქსელში ატვირთული ნამუშევრის ლინკი კი უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტაზე - [email protected]
მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. საინტერესოა თუ როგორ ხედავს და გრძნობს კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს.
დავით ლიკლიკაძე ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ შემოქმედებითი კონკურსის #ქალაქიხასიათით, პროექტის კოორდინატორია ქალაქ ქუთაისში. ალბათ, მიმიხვდებით, ის ასე უბრალოდ და ხელაღებით არ შეურჩევიათ პროექტის ორგანიზატორებს. ის სწორედ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძველ ქალაქთან - ქუთაისთან ასოცირდება- თავისი იუმორითა თუ უბრალოდ ინდივიდუალობით. ერთი სიტყვით, დავით ლიკლიკაძე ქუთაისის კოლორიტია - ხშირად გვსმენია. ალბათ, საინტერესოა, მისივე თვალით დანახული ეს ქალაქი და რას შემოგვთავაზებდა, თავად რომ ყოფილიყო კონკურსანტი?!
- დავით, როგორია შენი ქალაქის ხასიათი?
- ნამდვილად მჯერა, რომ ქალაქს აქვს ხასიათი. და საერთოდ, ქალაქი ბიოლოგიური არსება მგონია, უხარია, უყვარს, ტკივა...ქუთაისი შეიძლება ითქვას კარგი ხასიათის ქალაქია, აქ ყველა ხუმრობს, ყველა იცინის, თითქოს პრობლემები არ გვაქვს. გვაქვს როგორ არა, მაგრამ ის ყოველთვის კარგ ხასიათზეა. მოკლედ ქუთაისი არის ლაღი, ჯანსაღი და ოპტიმისტური ხასიათის ქალაქი.
- დამიხასიათე შენთვის იდეალური ქალაქი...
- იდეალური ქალაქი უნდა იყოს ძველი, ისტორიული წარსულის, ვიწრო ქუჩებითა და ევროპული არქიტექტურით. ქალაქს უნდა ჰქონდეს კოლორიტი, უნდა გააჩნდეს ყველანაირი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და უნდა იყოს ძალიან მწვანე, სადაც უფრო მეტი ადამიანი ივლის ეკო ტრანსპორტით და ფეხით. თან ქალაქი დიდი არ უნდა იყოს, მისი ფეხით მოვლა უნდა შეგეძლოს 2-3 საათში.
- ქუთაისი თუ აკმაყოფილებს შენს იდეალებს?
- აი, რაც ჩამოვთვალე ყველაფერი აქვს ქუთაისს გარდა ყველაზე მწვანე ქალაქის სტატუსისა. მინდა ამ ქალაქში ბევრი ხე იყოს, ბევრი ველოსიპედი
- რას შეცვლიდი? რა არ მოგწონს შენს ქალაქში?
- ჩემს ქალაქს არ აქვს ფუნქცია, იგი მეგაპოლისი ვერ გახდება, რკინიგზამ გვერდი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აუარა, ახლა კი ავტობანმა. არ წარმოადგენს საზღვაო ქალაქს, არც სასაზღვროს, არც საკურორტოს. ამიტომ ამ ქალაქის ერთადერთ გადარჩენას პარლამენტში ვხედავ. შევცვლიდი იმას რომ დავუბრუნებდი მას საპარლამენტო სტატუსს.
- შენ და შენი ქალაქი .. რამდენად გევხართ?
- ფიზიკურად ის უფრო უკეთესია აშკარად (ვხუმრობ), ხასიათით კი. თხემით ტერფამდე ქუთაისელი ვარ!
- რამდენი ხანი ძლებ შენი ქალაქსი გარეშე?
- მხოლოდ 3-4 დღე.
- რომ არა ქუთაისი სად დაიბადებოდი?
- არ ვიცი სად დავიბადებოდი, მაგრამ თუ მერე ქუთაისს მოვძებნიდი, აუცილებლად აქ გარდავიცვლებოდი.
- ბორჯომის პროექტზე რას გვეტყოდი? მიიღებდი თუ არამონაწილეობას და რას შემოგვთავაზებდი, როგორ დაგვანახებდი ქუთაისს - პრობლემებით თუ ჩვეულებრივ უდარდელ და მხიარულ ქალაქად
- კარგად ვიცნობ ამ პროექტს, ძაან მაგარი კონკურსია. აუცილებლად ვურჩევდი ყველას მასში ჩართვას. გარდა იმისა, რომ კარგი შანსია ფინანსურად, ამასთან ძაან მაგარია ჩვენი ქალაქების პოზიციონერების საქმეში. მაგარი იდეაა...
- რას უსუვებდი შენს თავს და შენს ქალაქს?
- ჩემი ქალაქი ევროპის ყველაზე ძველ ქალაქებს შორის ხუთეულშია. თავისთავად ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ძველია. საკუთარ თავს ვუსურვებდი ასაკში ჩემი ქალაქივით კარგად გამოვიყურებოდე J)))))
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია "საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები