0 5 : 5 7
 | 

საზოგადოება

ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ

ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი ისევ გაიფიცა. ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფო სავალალო მდგომარეობაშია.

ექიმები 7 თვის აუღებელი ხელფასების მიღებასა და კლინიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვს.მედიკოსთა პროტესტის ადრესატი ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტნიორო ფონდია, რომლის ბალანსზეც ონკოლოგიური საავადმყოფო ირიცხება.

 დღეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ონკოლოგიური კლინიკის ექიმები გაიფიცნენ. რამდენიმე კვირის წინ, ექიმები ზუსტად იგივე მოთხოვნებით ითხოვდნენ ხელისუფლებისგან დახმარებას. საკითხის მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობდნენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. მათი განცხადებით, ხელფასების გაცემის თაობაზე მედპერსონალს დამატებითი კონსულტაციები საპარტნიორო ფონდთან ექნებოდა. რაც შეეხება კლინიკის დირექტორს, მამუკა გელოვანს, ის თანამშრომლების პრეტენზიებს ამ დრომდე არ იზიარებდა. მისი ინფორმაციით, პერსონალს მხოლოდ მარტის თვის ანაზღაურება ჰქონდა ასაღები, თანხის ჩარიცხვა კი,მათთვის ეტაპობრივად განხორციელდებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები