2 0 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - სიტყვაზე არავინ დაგიჯერებთ, რომ მუშაობთ. მთავარია, შედეგი დადოთ. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებს ეხება ან უფროსთან გელით შეხვედრა.


კურო - დროა, საქმეების მოგვარებას შეუდგეთ. ეცადეთ, კარგად შედგენილი გეგმა გქონდეთ; ყველა წვრილმანის გათვალისწინებით. სამართლიანად იბრძოლეთ გამარჯვებისთვის!

ტყუპი - საინტერესო საუბარი გელით თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან. ეცადეთ, კითხებს გასცეთ პასუხი და კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი არ გააჩინოთ. მეტად დააფასეთ თქვენი თავი და იდეები.

კირჩხიბი - ერთად შეკრიბეთ ყველაფერი ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და მეტად გაუფრთხილდით. მეგობრები და ნათესავები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან.

ლომი - უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ დროში შეზღუდული ხართ. ნუ მოცდებით, გართობაზე, თორემ რამე გამოგეპარებათ.

ქალწული - მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ მცირე დაბრკოლებებსა და უხერხულ მომენტებს. მოერიდეთ თამამ გამონათქვამებსა და თამამი ნაბიჯების გადადგმას.

სასწორი - უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. დაიკმაყოფილეთ ინტერესი, მაგრამ ძირითადი ვალდებულებები შეუსრულებელი არ -0:00დაგრჩეთ.

მორიელი - თუ დარწმუნებული ხართ, რომ რასაც აკეთებთ კარგია, აქტიურად იმოქმედეთ. თქვენი ყოველი ნაბიჯი გააზრებული და გათვლილი უნდა იყოს. მცირე ავანტიურაც დასაშვებია.

მშვილდოსანი - თუ ადამიანის გაცნობა გსურთ, სხვას რატომ ელოდებით? მიდით, წარუდგინეთ საკუთარი თავი და მისი აზრებიც მოისმინეთ. მერე გადაწყვეტთ, გსურთ ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება თუ არა.

თხის რქა - მზად ხართ კამათის, აზრთა გაცვლისა და საუბრისთვისაც კი. განსაკუთრებით საღამოს გაგიმართლებთ, როცა საინტერესო ადამიანებს შეხვდებით. ერთგული მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

მერწყული - კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. განსაკუთრებით კარგ შედეგს მოგიტანთ დაწყებული საქმეების დასრულება. თუ საჭირო გახდება, ლიდერის თვისებები უნდა გამოვლინოთ და კოლეგებში ვალდებულებები სწორად გადაანაწილოთ.

თევზები - დილა ვარჯიშით დაიწყეთ, რათა ენერგიულად შეუდგეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ და ეცადეთ, გაიუმჯობესოთ ძილის რეჟიმი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები