0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - გარშემო მყოფებთან ყოველთვის ჰარმონია ვერ გექნებათ. თქვენ გაქვთ თქვენი საქმეები და ურთიერთობის გარკვევა-მოგვარებაზე ნუ მოცდებით.


კურო - პოზიტიური შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. მთავარია, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ისწავლეთ დიალოგს სწორად წარმართვა. ნუ ზარმაცობთ, თქვენ უკვე მზად ხართ უფრო რთული დავალებების შესასრულებლად.

ტყუპი - საკუთარ მოსაზრებებს გარშემო მყოფებს ნუ მოახვევთ. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. განსაკუთრებით როცა საქმე პირადი ცხოვრების დარეგულირებას ეხება. ეცადეთ, მეტად დაამტკიცოთ თქვენი ერთგულება.

კირჩხიბი - კარგად იცით როგორც უნდა მოიქცეთ და რაც უნდა გააკეთოთ. დღეს ამაყი იქნებით საკუთარი მიღწევებით. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული შესაძლებლობები.

ლომი - ურთიერთობის, მიმოწერის, მეგობრებთან ერთად დროს გატარების დღეა. ეცადეთ, ბოროტად არ ისარგებლოთ ახლობლების კეთილგანწყობით. არავის გაუმხილოთ რა წყაროდან იღებთ ფულს.

ქალწული - დაგროვილი და გადადებული საქმეები მოგვარების დღეა. თანამოაზრეებთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ. მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ უმჯობესია, -0:07ჯერ ძველი პროექტები დაასრულოთ.

სასწორი - საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობის გამო საქმეებსაც ვერ უდებთ გულს. იყავით მეტად ძლიერი და დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.

მორიელი - ნუ ხართ ზედმეტად პირდაპირი. ხანდახან ადამიანს სიმართლე შერბილებულად უნდა უთხრათ. მეგობრულ საუბარს მკაცრ დაკითხვად ნუ გადააქცევთ.

მშვილდოსანი - მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას უფროსთან. ნუ ილაპარაკებთ ისეთ თემებზე, რომ არავინ მოგისმინოთ. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა - მშვიდი და კომფორტული დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ გადადებული პროექტების მოგვარებას. დოკუმენტებზე მუშაობისას მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ.

მერწყული - საკუთარ გაღიზიანებულობას სხვებს ნუ დაანახვებთ. იყავით მეტად მობილიზებული საკუთარ ვალდებულებებზე და სხვის საქმეებში ნუ ჩაერევით.

თევზები - მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას და უფრო მეტი, მათთან კამათს. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ და უსარგებლო ნივთებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები