0 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მეუფე პეტრემ გადააბარა ეპარქია. მეუფე გრიგოლი დარჩება აქ, ჭყონდიდის ეპარქიაში, მეუფე პეტრე წავა მონასტერში"

"მეუფე პეტრემ გადააბარა ეპარქია. მეუფე გრიგოლი დარჩება აქ, ჭყონდიდის ეპარქიაში, მეუფე პეტრე წავა მონასტერში" - ამის შესახებ განცხადება, კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 

​„ჩვენ ჩამოვედით და ჩამოვიყვანეთ ახალი ეპისკოპოსი. გადავიბარეთ ეპარქია. მეუფე პეტრემ გადააბარა ეპარქია. მეუფე გრიგოლი დარჩება აქ, ჭყონდიდის ეპარქიაში. მეუფე პეტრე წავა მონასტერში. ჯერ არ ვიცით, ველოდებით თბილისიდან პასუხს. პატრიარქის პასუხს. მეუფისგან არის თხოვნა, შეირჩეს რომელიმე მონასტერი, იმ მონასტერში დარჩება ან წავა შიომღვიმეში. ჩვეულებრივად, გააგრძელებენ მღვდელმსახურებას სხვა პირები, ისე როგორც ადრე მსახურობდნენ. რაც შეეხება იღუმენია თამარს, ეს მისი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები