1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მარტო გეების თემა გაღელვებთ? 77 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს - ეკლესიას არ ეხება?"

მწერალი პაატა შამუგია  საქართველოს საპატრიარქოს ღია წერილით  მიმართავს:

"ვუსმინე თქვენი ორგანიზაციის პრესსპიკერს, ანდრია ჯაღმაიძეს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი ათი წელია, წიგნისკენ საერთოდ არ გაუხედავს. სავარაუდოდ, პრესრელიზების კითხვას გადაჰყვა. სამაგიეროდ, ნაკლის კომპენსირებას, როგორც ჩანს, ფილმების ყურებით ცდილობს და ქართულ-შვედურ ფილმზე დაუდგამს თვალი. როგორც ბატონი ანდრია ამბობს: "და ჩვენ ვიცეკვეთ" არის "ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს.

ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ იქნებ ჯერ მაინც საკუთარ სივრცეში გაგერკვიათ, რომლები ხართ გეები და რომლები - ჰეტეროები, თორემ ნამეტანი დაბნეულები და დიდად დაბრკოლებულები ვართ გარედან მაყურებლები 

მარტო გეების თემა რატომ გაღელვებთ? ტრავმა გაქვთ რამე? ნუ დაგვიმალავთ.

სად იყავით, როცა თვალგამოთხრილ ახალგაზრდებს ქართულმა „სასამართლომ“ დაზარალებულის სტატუსიც კი არ აღირსა? ასი ათასი ეგზალტირებული ადამიანი რომ გამოიყვანეთ სამი გეის საცემად, სოციალური უსამართლობის გამო ოცი კაცი მაინც რატომ არასოდეს გამოიყვანეთ? 77 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს ამ ქვეყანაში, ეგ ეკლესიას არ ეხება? ასეთ ამბებზე რატომ არ ისმის ხოლმე თქვენი ხმა? რატომ ისმის თქვენი ხმა მხოლოდ მაშინ, როდესაც სუსტებს და გარიყულებს ხმის ამოღების და თვითწარდგენის სურვილი უჩნდებათ? მარტო გეებზე ხურდებით? მე არ გკიცხავთ - სიყვარული სიყვარულია, მაგრამ ფორმები გაქვთ დასახვეწი, ასეთი ბრუტალურობა აღარაა „ცვეტში“ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები