1 0 : 5 2
 | 

საზოგადოება

ავტობანზე მომხდარ ავარიას 12 ადამიანი ემსხვერპლა - დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

ჩამოტვირთვა

სლოვაკეთში ავტობანზე მომხდარ ავარიას  12 ადამიანი ემსხვერპლა. ოთხი მათგანი არასრულწლოვანია. დაშავებულია 17 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში უკვე  გადაიყვანეს.

ავარიას  სამშენებლო მასალებით დატვირთული ავტომობილი სამგზავრო ავტობუსს დაეჯახა.
შემთხვევა ბრატისლავადან 90 კილომეტრში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სატვირთოს წონა დაშვებულ ნორმას აჭარბებდა, რამაც მეორე ხაზზე გადასვლა და ავტობუსთან შეჯახება გამოიწვია.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები