1 0 : 1 9
 | 

საზოგადოება

"გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს" - ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართავს. 


„მოგესალმებით, ქრისტესმიერი სიყვარულით და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო, ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენ საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.

ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებში 3 წლით ჯარის მეთაურების დამხმარეებად სურთ მოავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.

რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.

საეკლესიო კანონიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა. როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ საერო სივრცეში სამოღვაწეოდ. ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.

ვიმედოვნებ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის“, - აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:27

    თბილისის ცალკეულ უბნებში 14 დეკემბერს ავტოტრანსპორ...

    14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობ...

  • 13:40

    ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვ...

    ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს 4 საათზეა დანიშნული.ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ 9 ნოემბერს გატაცებული ექიმი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთი...

  • 16:10

    ენძელა მაჭავარიანი - ფოტო პარლამენტიდან ...

    ეს  ფოტო პარლამენტში იმ დროს არის გადაღებული, როდესაც ენძელა მაჭავარიანი ცუდად გახდა. მისი თქმით, ნებისმიერი სუნის დროს ის შეუძლოდ ხდება, რადგან ალერგია აქვს. სუნი კი იმ  სითხემ გა...

  • 15:40

    რა ნივთიერება შეიტანეს პარლამენტში - ,,ეს არის სრუ...

    მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, საპროტესტო ხსნარი, რომელიც პარლამენტში სეიტანეს არის სრულიად უსაფრთხო. "საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული დ...

  • 15:37

    დანიშნულებისამებრ გამოუყენებია ადრესატს, სითხე გამ...

    დანიშნულებისამებრ გამოუყენებია ადრესატს, სითხე გამოიყენება ცხოველთა სამკურნალოდ - თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი, მარიკა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში, პარლამე...

  • 14:56

    ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება ლუბლიანას ქუჩაზე...

    თბილისში, ლუბლიანას 11 ნომერში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.  ცეცხლი, სადენებს გაუჩნდა, რამაც  ძლიერი ხანძარი და  დაკვამლიანება გამოიწვია. ადგ...

  • 11:02

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა...

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე დაფიქსირდა.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმა...