2 3 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მღვდელმომაზონი მამა ადრია სარია - "გამოღვიძების დროა, ეს კაცი მავნებელია"

“რისი ან ვისი შიშით ვითმენთ? წაგვართვეს განვითარება, წაგვართვეს თავისუფლება, წაგვართვეს განათლება, წაგვართვეს ეკონომიკა, გადაჭამეს სახელმწიფო, გაანადგურეს ერის ცნობიერება და ამათ როგორ შეიძლება ვუწოდოთ სახელმწიფოს მმართველები?

შეიძლება ნაციონალებს დავაბრალოთ საძაგლობა, მაგრამ ამ ხელისუფლების სასიკეთოდ რა გვახსენდება?! რუსეთზე დიდი მტერი გვყავს ვინმე? ფიზიკურად სხეულზე არ ძალადობს, მაგრამ რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის ყველაფერი წაგვართვა: ეკლესიაში დაგვისვა მორჩილი მმართველი და მამათმავლობა განვითარდა, ხოლო ხელისუფლებაში უსარგებლო დეპუტატები. სხეულითა და სულით ტყვეობაში ვართ. ბიძინას მაგავსი ქვეყნის დიდვაჭრები ვერ აგვაშენებენ.

კარგად გავაცნობიეროთ, ჩვენი სახელმწიფო ოკუპირებულია: განუვითარებელი, ვაჭარი და უსარგებლო ხელისუფლების მიერ. რუსეთს ტერიტორიების დაპყრობა აღარ სჭირდება, ბიძინამ შემოარტყა დიდი გალავანი საქართველოს, სადაც მწვრთნელი თვითონ არის. გამოღვიძების დროა, ეს კაცი მავნებელია”-წერს მღვდელმონაზონი ანდრია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები