0 4 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"თუ ბატონო კარასინი ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს"

თუ ბატონო კარასინი ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს - ასე ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნას. 

კეკელიძის თქმით, მასთან რუსეთიდან ჩაოსული იყო რამდნეიმე კულტურის წარმომადგენელი და ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი შესთავაზა, მაგრამ უარიტ გაისტურმა. 

„ერთხელ ორი თვის წინ და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრების გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ. ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს. მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა გიორგი კეკელიძემ, რომლის განცხადებასაც ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები