1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

წყალტუბოში ხანძარს ორი პენსიონერი ემსხვერპლა

წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმში ხანძარი, რომელსაც ორი ქალის სიცოცხლე ემსხვეროლა, სავარაუდოდ ანთებული სანთლისგან გაჩნდა. ამის შესახებ გარდაცვლელების მეზობლები საუბრობენ. ბინაში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, ელექტროენერეგია გადაუხდელობის გამო, გათიშული იყო. 

"მეორე სართულზე ორი პენსიონერი იყო, მეზობლები და მგონი სინათლე არ ჰქონდათ და სანთლის პირობებში წაეკიდათ ცეცხლი და დაიწვნენ. სასწრაფო და სახანძრო დროულად მოვიდა, თუმცა დაღუპულები იყვნენ ორივე," - ამბობს გარდაცვლილების მეზობელი. 

გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები 65 წლამდე ქალები არიან. არსებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ მაშველებს, ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" ამჟამად დევნილები ცხოვრობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები