1 5 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ჩემი მოშორება საპატრიარქოს აწყობს, ვიდრე მომკლავენ, ვიტყვი - მე მინდა სიცოცხლე"

ახლა ყველაზე მეტად ჩემი მოშორება საპატრიარქოს უნდა, - ამის შესახებ "2020NEWS"- ს სასულიერო პირის, ლაშა ჩიქოვანის ყოფილმა ცოლმა, ნინო გორგოშიძემ განუცხადა.

 

"ყველაფერს გეტყვით, ვიდრე მომკლავენ. ახლა ყველაზე მეტად ჩემი მოშორება საპატრიარქოს აწყობს. ნებისმიერ დროს მზად ვარ სიკვდილისთვის, მაგრამ ჩემი ბოლო სიტყვები იქნება, რომ მე მინდა სიცოცხლე. სასამართლომ ჩემს ყოფილ მეუღლეს გირაო შეუფარდა - 3000 ლარი. სასამართლო უჩემოდ ჩატარდა. მომატყუეს, საქმე გაწელეს, პოლიციაში დამიმალეს და არ მითხრეს,  რა ხდებოდა"

 5 შვილის დედა, ნინო გორგოშიძე, ყოფილ ქმარს, მოქმედ სასულიერო პირს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში წლებია ადანაშაულებს. ბოლო მუქარა ყოფილი ქმრისგან პირველ იანვარს მიიღო: „დამემუქრა, ბეისბოლის ჯოხით გაგასხმევინებ ტვინსო“, - განაცხადა ნინო გორგოშიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები