1 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თოვლი, ქარი და 5-ბალიანი შტორმი - ხვალიდან საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებას ვარაუდობენ


23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზღვაზე მოსალოდნელის 4-5 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები