0 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი" - მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე

ჩამოტვირთვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე ხმაური იყო. დაპირისპირება მიხეილ კალანდიასა და და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მირზა სუბელიანის შვილი იკითხებოდა. მოწმის დაკითხვის დროს, ზაზა სარალიძის მამამ მიხეილ კალანდიას ადვოკატს მიმართა, რომ „მოწმის ჩვენება საკმარისია მისთვის“.

ზაზა სარალიძის ქმედებას დარბაზში თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.

„მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას მამა.

ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები