0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვარკეთილში, კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ადგილობრივმა ახალშობილი იპოვა.

არსებული ინფორმაციით, ჩვილი გუშინ, გვიან საღამოს, წერილთან ერთად იპოვეს. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

ექიმების განცხადებით, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა ჰქონდა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალშობილი შემოიყვანა 22:12 საათზე. ჩვილს აღენიშნებოდა მსუბუქი ფორმის ჰიპერტონია. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მისი სასიცოცხლო პარამეტრების კონტროლი, ჩვილი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ ეტაპისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ექიმი ხათუნა ლომაური.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები