1 4 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მესტიის სოფელ ჭუბერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

მესტიის სოფელ ჭუბერში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება დაზიანებას, მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტს მცირე ზომის ჭრილობა ბეჭის არეში აღენიშნება.

დაჭრის ფაქტს ჭუბერის რწმუნებული გიორგი ჩხეტიანი ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სხვა ინფორმაცია არა აქვს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები