0 8 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კორეიდან ჩამოსული 55 წლის მამაკაცი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს

კორეიდან ჩამოსული 55 წლის მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. გუშინ გვიან ღამით პაციენტი მომატებული ტემპერატურის გამო ხაშურიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგის ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ექვემდებარება.

პაციენტს კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა გადამოწმების მიზნით ლაბორატორიულ შემოწმებას გაივლის, ხოლო პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.

"სამშაბათს საღამოს თავი იგრძნო შეუძლოდ, ჰქონდა შეცივება, ტემპერატურის მომატება. მიმართა ხაშურის საავადმყოფოს, საიდანაც წუხელ ღამის საათებში გადმოყვანილი იქნა ჩვენთან. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა არ აღენიშნება, არც სხვა რაიმე მნიშვნელოვანი კლინიკური ჩივილები არ აქვს," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები