1 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

40 მიქსერი 40 წარმატებულ ქალს - 8 მარტის საჩუქარი ოზურგეთის მერიისგან


8 მარტს ოზურგეთის მერია 40 წარმატებულ ქალს საჩუქრად მიქსერს გადასცემს. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 11 460 ლარია და მასში 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიების უზრუნველყოფაც შედის. ინფორმაციას „რუსთავი2“- ავრცელებს.

„მიქსერის ჩუქება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს არის საოჯახო ნივთი და მისით ისარგებლებს ოჯახში მცხოვრები ყველა ადამიანი. საერთო სარგებლობის ნივთია და არა პირადი მოხმარების საგანი. წარმატებულ ქალებს ჩვენ სხვა საჩუქრებსაც ვუმზადებთ. მოეწყობა ღონისძიება, ფურშეტითა და კონცერტით, გადავცემთ თაიგულებს და მადლობის ბარათებს მათი წარმატებული საქმიანობისთვის“,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები