2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ჯანმრთელობა: ყურადღებით და დაკვირვებით შეარჩიეთ სახის მოვლის საშუალებები. იმ შემთხვევაშიც, თუკი ადრე თქვენი სახის კანისთვის ნებისმიერ კოსმეტიკას უპრობლემოდ მოიხმარდით, ახლა უარი უნდა თქვათ სხვადასხვა სპირტისშემცველ ლოსიონებზე.
კარიერა: ხვალ დიდი დრო დაგჭირდებათ იმის გარკვევაში, ზოგადად, რისი გაკეთება გსურთ, რა გჭირდებათ და რა უნდა გააკეთოთ კონკრეტულად ახლა. ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ შემთხვევაში სწორად და ზუსტად დაალაგოთ სათანადო პრიორიტეტები.
სიყვარული: მიენდეთ საკუთარ თავსა და გრძნობებს, რადგან სწორედ თქვენი ინტუიცია გიკარნახებთ ერთადერთ სწორ გამოსავალს. ეს კი, პირველ რიგში, პირად ცხოვრებას ეხება.

 


კურო

ჯანმრთელობა: ხვალ თავს განსაკუთრებით კარგად იგრძნობთ. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ არ გაიფუჭოთ ეს დელიკატური ბალანსი და თქვენ მიერ შესრულებული საქმეები სანანებელი არ გაგიხდეთ.
კარიერა: 
ხვალ ორი სიახლე გელოდებათ: ერთი ცუდი, მეორე, შესაბამისად, კარგი. ერთ-ერთი მათგანი სამსახურს ეხება, შესაძლოა, ორივეც. ნუ განეწყობით ცუდისკენ, უმჯობესია, ახლობელ ადამიანს სთხოვოთ მორალური მხარდაჭერის შესახებ. ხოლო დანარჩენ ნაცნობებს მხოლოდ თქვენი წარმატებების შესახებ მოუყევით.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ მაქსიმალურად მართალი იყოთ საყვარელ ადამიანთან და თუ გსურთ, რომ მისგან დროებით მაინც დაისვენოთ, პირდაპირ უთხარით ამის შესახებ. თავაზიანი მინიშნებები ვერ გიშველით.

 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
თქვენი ორგანიზმი ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების ნაკლებობას განიცდის. ამის მიზეზი კი, შესაძლოა, არასრულფასოვანი და არასწორი კვება იყოს. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, უფრო მეტი წყლის დალევა.
კარიერა: 
სხვადასხვა საქმიანი საკითხების გადაწყვეტისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახლობლების პრობლემებს ან, უბრალოდ, თქვენთვის ნაცნობ ადამიანებს. ნუ აუვლით გვერდს სხვის უბედურებას, გამოიჩინეთ თანაგრძნობა და შესთავაზეთ ნებისმიერი სახის მხარდაჭერა.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი დაბნეული იქნება და მისი ფიქრები და მის მიერ წარმოთქმული სიტყვები ერთმანეთის საწინააღმდეგო აღმოჩნდება, თუმცა ზოგჯერ სიტყვები და აზრები ერთმანეთს დაემთხვევა. ნუ მიაქცევთ მის საქციელს დიდ ყურადღებას. უმჯობესია, გონებაში ჩაინიშნოთ და ზეგ დალაგებულად განაგრძოთ საუბარი.

 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
აუცილებლად გჭირდებათ დამატებით ენერგიის წყარო, რადგან თქვენი ცხოვრებისეული ტონუსი სულ მალე ძალიან დაბალ ზღვარზე აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ დაბალანსებული კვება და ფიზიკური დატვირთვა.
კარიერა: 
თქვენთვის სასურველი ადგილის მისაღებად, აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება და დემონსტრირება მოგიწევთ, რაც კი შეგიძლიათ. მთავარია, სწორად და ზუსტი მიმართულებით გამოიყენოთ საკუთარი ძალები. ნახავთ, რომ ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც ჩაიფიქრეთ.
სიყვარული: ხვალ არაფერი გამოგივათ. კომპლიმენტები უადგილო აღმოჩნდება, ყვავილები გზაში დაჭკნება, ხოლო ვახშამი დაგეწვებათ. ამიტომ, თუ გსურთ, თქვენს მეორე ნახევარს თქვენი „ყოველდღიური ხიფათები“ შეუმჩნეველი დარჩეს, გააკეთეთ მხოლოდ ის, რაშიც დარწმუნებული ხართ და რაც შემოწმებულია მრავალწლიანი პრაქტიკით.

 


ლომი
ჯანმრთელობა: 
დადგა ის დღე, როდესაც სტომატოლოგთან ვიზიტი გარდაუვალია, იმ შემთხვევაშიც, თუკი ამ მომენტში კბილის ტკივილი არ გაწუხებთ. პროფილაქტიკური დათვალიერება ზედმეტ უსიამოვნებას თავიდან აგარიდებთ.
კარიერა: ხელმძღვანელთან საქმიანი საუბარი გელით თქვენი მოვალეობების შესრულების მომატებასთან დაკავშირებით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და შეეცადეთ, საკუთარ თავზე ბევრი სამუშაო არ აიღოთ, რადგან, სამწუხაროდ, დამატებითი საქმიანობისთვის პრემიით არავინ წაგახალისებთ.
სიყვარული: ხვალ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ საყვარელი ადამიანი კიდევ უფრო გააბედნიეროთ. ამიტომ, მოგიწევთ, გამჭრიახობა გამოიჩინოთ და გაიხსენოთ, რა მოსწონს მას ყველაზე მეტად ან რა შეიძლება გაუხარდეს.

 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ აქტიური დღე გელოდებათ, რადგან თქვენი ორგანიზმი ძალების მოზღვავებით გაგახარებთ. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. ეწვიეთ სპორტულ დარბაზს და გაავარჯიშეთ სხეული.
კარიერა: ხვალ კარიერაში წინსვლა გელით, რაც ერთობ სასიამოვნოა როგორც საქმიანობისთვის, ასევე ფინანსურადაც, თუმცა ახალ მოვალეობებს, გარკვეული პასუხისმგებლობა და სირთულეები, რა თქმა უნდა, ახლავს. ასე რომ, მოემზადეთ თავისუფალ და უზრუნველ დროსთან გამოსამშვიდობებლად.
სიყვარული: დაუმტკიცეთ თქვენს მეორე ნახევარს, რომ თქვენც გაქვთ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება და თქვენი სურვილია ამ აზრის ბოლომდე რეალიზება. მხოლოდ ნუ გადააჭარბებთ: საყვარელი ადამიანის შეშინება თქვენი ძირითადი დავალება სულაც არ არის.

 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
სასწორებს სახის ვარჯიში სასარგებლოდ წაადგებათ. გაავარჯიშეთ სახის კუნთები სარკის წინ. ზედმეტად გაღიმებაც, რა თქმა უნდა, არ გაწყენთ.
კარიერა: გარიგებებისთვის და სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად ხვალ შესანიშნავი დღეა. ყველაზე რისკიანებსაც კი წარმატებული დღე ელით, მაგრამ უშედეგოდ გარისკვა ნამდვილად არ ღირს. 
სიყვარული: 
რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, აუცილებლად გაიღიმეთ, თანაც ხშირად, რადგან თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენზე არ შეშფოთდეს და არ აღელდეს. მისი აღელვება თქვენს პრობლემებს ვერ გადაჭრის, თავად მას კი ბევრ რამეში შეუშლის ხელს, ამიტომ უმჯობესია, თქვენი ცხოვრების ზოგიერთი დეტალი მისთვის გაუმხელელი დარჩეს.

 


მორიელი

ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, ზედმეტად ემოციური იყოთ, ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი გრძნობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თავის ტკივილისა და წნევის პრობლემებმა შეგაწუხოთ.
კარიერა:
 მართალია, თქვენ არ გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს, თუმცა ეს გარდაუვალია. გაერკვიეთ, რატომ ხართ უარყოფითად განწყობილი ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით. ნუ შეეწინააღმდეგებით იმ სიახლეს, რომელიც გელოდებათ: დაინახავთ, როგორ მიმზიდველ პერსპექტივებს გიმზადებთ ცხოვრება.
სიყვარული: 
ხვალინდელი დღე განმსჭვალულია მონატრებით. იქნებ თქვენც გაიხსენოთ თქვენი პირველი ან ყველაზე ძლიერი სიყვარული? დაურეკეთ მას და ნახავთ, როგორ გაახარებთ თქვენი გამოჩენით. პაემანი შეგიძლიათ, ისევ იმ ეზოში ან ისევ იმ ხესთან დაუნიშნოთ. კარგი იქნება, თუკი იგივე ტანსაცმელს ჩაიცვამთ, მაგრამ ჩაეტევით მასში?

 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
გაძლიერებულად იმუშავეთ საკუთარ თავზე, რადგან თქვენს ცხოვრებაში სწორედ ახლა დგას ის მომენტი, როდესაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ფსიქოლოგიურ და ემოციურ საკითხებში. 
კარიერა: 
სხვის ჯიბეში ჩახედვა არასასიამოვნო შედეგით დასრულდება. დაკავდით საკუთარი საქმით. დღის ნაწილი სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტას დაუთმეთ: შეასრულეთ რამდენიმე საქმიანი ზარი – ეს, უდავოდ, სასიამოვნო შედეგამდე მიგიყვანთ.
სიყვარული: მშვილდოსნებს ხვალ მეორე ნახევრისთვის მოულოდნელი სიურპრიზის გაკეთების სურვილი არ მოასვენებთ. შესაძლოა, იმიტომ, რომ ამ დღეებში მათ წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნეს. საჩუქრად, ვარსკვლავები გირჩევენ, რაიმე ექსტრავაგანტური შეარჩიოთ. მაგალითად, ძვირად ღირებული სიგარა ან სურნელოვანი თეთრეული. ინტუიცია არ გიღალატებთ – სიურპრიზი წარმატებით ჩაივლის.

 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
თუკი გასულ დღეებში უგუნებობა და ზოგადი სისუსტე გაწუხებდათ, ხვალ თავს უკეთ იგრძნობთ. ამის მიზეზი კი – ახლად შეძენილი სულიერი ჰარმონია და ოპტიმიზმია.
კარიერა: ხვალ მთელი დღე აბსოლუტურად უსარგებლო საქმეებით დაკავდებით. მაგალითად, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ორგანიზება, რომლებიც ანელებს ფულის გამომუშავების პროცესს, ან სხვადასხვა პროდუქტების ერთი ადგილიდან მეორეზე გადალაგება.
სიყვარული: ნუ მოაცდენთ საყვარელ ადამიანს. მას მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, რომლებიც ამ ეტაპზე მისთვის გაცილებით პრიორიტეტულია, ვიდრე თქვენთან ურთიერთობა. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუკი მისი საქმეებიდან მოცდენის მცდელობის დროს ის დაგიყვირებთ და გაგინაწყენდებათ. საბოლოოდ, თქვენსას ვერ მიაღწევთ და გაბრაზდებით. ბოდიშის მოხდა კი თქვენს რჩეულს მოუწევს…

 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ნოსტალგიის რამდენიმე საათი თქვენს ორგანიზმს სასარგებლოდ წაადგება, მოგცემთ მოდუნებისა და საკუთარ თავში დავიწყებული რესურსების მოძიების საშუალებას, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ ჯანმრთელობის დავიწყებული ასპექტების აღდგენაში.
კარიერა: ნუ იჩქარებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას. ამ საკითხს თქვენზე გაცილებით კომპეტენტური ადამიანები გადაჭრიან. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ და უკმაყოფილოც არ დარჩებით. დაზოგეთ ცოდაოდენი დრო და ნერვები.
სიყვარული: 
მერწყულების ოჯახში, ხვალ სრული ჰარმონია დაისადგურებს – ისინი ერთად, მშვიდობიანად და ერთმანეთში თანხმობით იმოქმედებენ. ხვალ კარგი დღეა იმისთვის, რომ ერთად გაისეირნოთ: ზოოპარკში, თეატრში ან უბრალოდ, სუფთა ჰაერზე.

 


თევზები
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ მჟავე პროდუქტების მიღებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, თქვენს ორგანიზმში მჟავიანობა ოდნავ მომატებული იყოს, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე არასასიამოვნოდ აისახება.
კარიერა: ხვალ უეცრად მიხვდებით, რომ თქვენი ხელმძღვანელი არა მხოლოდ უფროსი და დირექტორია, არამედ ის არის ადამიანი, რომლისთვისაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია სითბო და გაგება. შესაძლოა, ხვალ ვერ შეძლოთ მათი სრულად გამოხატვა, მაგრამ ეცადეთ, ზედმეტად არ გააბრაზოთ და არ გაამწაროთ თქვენი ხელმძღვანელი.
სიყვარული: 
ხვალ ბავშვივით კაპრიზული იქნებით და გაგივათ კიდეც. თქვენი მეორე ნახევარი სურვილებს დაუყოვნებლივ შეგისრულებთ, ამიტომ თამამად დააბაკუნეთ ფეხები, დააკაკუნეთ მუშტებით და მოითხოვეთ ნამცხვარი, ნაყინი და ყველაფერი, რაც კი თავში მოგივათ. მხოლოდ, აგარაკი კანარის კუნძულებზე – ეს უკვე ზედმეტია: თუკი საყვარელი ადამიანი ამ სურვილს ვერ შეგისრულებთ, ძალიან დაღონდება და დეპრესიაში ჩავარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები