0 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, ფული საქმეში არ დააბანდოთ, თორემ დაზარალდებით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. გამორიცხული არ არის, მეგობრებთან ურთიერთობას გადახედოთ.

კურო

ეცადეთ, ამ დღეს გრანდიოზული პროექტების წამოწყებისგან თავი შეიკავოთ. ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა. წინდახედულება და სიფრთხილე ძალიან გამოგადგებათ.

ტყუპები

რთული და საშიში დღეა. ეცადეთ, ყველა შეხვედრა გააუქმოთ და მთელი დღე სახლში გაატაროთ. ოჯახს მეტი ყურადღება მიაქციეთ. თქვენი ტაქტი და მოთმინება ოჯახში ნდობის და სიყვარულის ატმოსფეროს შექმნის. კარგი იქნება, თუ პატარა, ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ. თავი შეიკავეთ რემონტის, სახლის კეთილმოწყობისა და მცენარეების დარგვისგან. შესაძლოა, მეგობრებს ან ნათესავებს თქვენი დახმარება დაჭირდეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სამსახურში გაუგებრობა გელით. ფრთხილად იყავით და დაუფიქრებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ, რადგან კონკურენტები თქვენს შეცდომას ელიან. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურის შეცვლისთვის არახელსაყრელი პერიოდია.

ლომი

ამ დღეს ყველა პრობლება პირად ცხოვრებას უკავშირდება – მგზნებარედ შეგიყვარდებათ ან პირიქით, საყვარელ ადამიანს დასცილდებით. არ ინერვიულოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად დამთავრდება.

ქალწული

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში ერიდეთ კოლექტიურ საქმიანობას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასახარბილოდ გამოიყურება. მოსალოდნელია კარიერული დაღმასვლა და არაკეთილმოსურნეთა ინტრიგებით გამოწვეული უსიამოვნებები. ამ დღეს მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უნდა ენდოთ.

სასწორი

ამ დღეს ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ. თავი შეიკავეთ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრისგან. შესაძლოა, მეგობრებს ან ნათესავებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ და უარს ნუ ეტყვით. სიზმარში ყვავილების ნახვა მეგობრებთან შეხვედრას ან სასიამოვნო სიახლეებს ნიშნავს.

მორიელი

შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ ფარულად იმოქმედოთ და თქვენ წინააღმდეგ დაგეგმილი ინტრიგები გამოავლინოთ. შესრულებული ნამუშევრით კმაყოფილი დარჩებით. გახსოვდეთ, რომ ბრაზი და აგრესია, პირველ რიგში, თქვენ და თქვენს ჯანმრთელობას დააზარალებს.

მშვილდოსანი

საშიში დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სარისკო მოქმედებებს და საეჭვო ნაცნობობას ერიდოთ. ყველა დაგეგმილი ვიზიტი, შეხვედრა და სასიყვარულოი პაემანი გააუქმეთ და მთელი დღე სახლში გაატარეთ. მოსალოდნელია უსიამოვნო ინფორმაცია, რომელიც დაძაბულობას მაქსიმალურად გაზრდის. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და აგრესიულობას.

თხის რქა

მოულოდნელი ცნობა სულიერ წონასწორობას დაგირღვევთ და ოჯახში სერიოზულ პრობლემებს შექმნის. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა აკლია. ეცადეთ, ეს დეფიციტი შეავსოთ. ერიდეთ ცეცხლს და სპირტიან სასმელებს.

თევზები

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია კონფლიქტი, მაგრამ ამის გამო სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. გამორიცხული არ არის, რომ მეგობრული ურთიერთობა განაახლოთ ადამიანებთან, ვისაც რატომღაც ვერ ეწყებოდით. ამ დღის უსიამოვნებებს ახლობელი ადამიანებისა და ძველი მეგობრების დახმარებით გაუმკლავდებით. ნუ დაივიწყებთ სრულფასოვანი დასვენების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები